Saturday, July 19, 2014

მეცხრე დღე


  •   ტრენინგის ბოლო დღე საინტერესო  იყო :)
  • გავეცანით ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაციას.
  • შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და დავუსვით კითხვები თემის ირგვლივ.
  •  ტრენინგის ჯგუფის ყველა წევრს ვუსურვებ წარმატებას! იმედია მოსწავლეებთან გააგრძელებენ ამ თემების დამუშავებას.
  • დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს, ასეთი ძალისხმევისა და შემართებისთვის <3

Sunday, July 13, 2014

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მერვე დღე


  • დღევანდელი დღე საინტერესო და სახალისო იყო :)) 
  • დღეს დავასრულეთ  მუშაობა სასწავლო გეგმის შაბლონზე.
  •  ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა google driv-ში, გამოქვეყნება და ბმულის დადება ბლოგზე.
  • driv-ში ატვირთული საქაღალდიდან ფაილის გადმოწერა, წაშლა და თავიდან ატვირთვა.
  • საქაღალდის გამოქვეყნება და გაზიარება.
  • გვერდების შექმნა.
  • გავეცანით მე–7 მოდულს.
  • დავალებად გვაქვს მე–8 მოდული წასაკითხად.
  • ჩვენმა ტრენერმა ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენთვის რომ ყველაფერი ესწავლებინა, მგონი გამოუვიდა :) :)

Saturday, July 12, 2014

მეშვიდე დღე

   ტრენინგი დასასრულს უახლოვდება ))  დღეს ჩვენ ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის შაბლონზე.
   გავეცანით მე-6 მოდულს, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.
   შევქმენით განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის დამხმარე რესურსი.
    დავალებად გვაქვს მე-6 მოდული წასაკითხად.
    ძალიან ცხელა და მეტის დაწერა აღარ შემიძლია((((

Sunday, July 6, 2014

მეექვსე დღე

დღეს ჩვენ დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუში და  googie.driv- ში და ავტვირთეთ .
  გავეცანით მე-5 მოდულს, მოსწავლეთა პროექტების შეფასება და გავაკეთეთ რუბრიკა თქვენი ბროშურისთვის, განვსაზღვრეთ კრიტერიუმების ღირებულება და გამოვთვალეთ შეფასების მაქსიმალური ქულა.
   ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე.
   საშინაო დავალებად გვაქვს, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს უნდა გავუკეთოთ უკუკავშირი, სტრატეგია-3,2,1.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


Saturday, July 5, 2014

მეხუთე დღე

  დღეს ჩვენ გავეცანით მე-3 მოდულს, გადმოვწერეთ საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი,  გავეცანით ეთიკის ნორმებს.
   youtube. com-ზე მოვნახეთ ჩვენი პროექტისათვის საინტერესო ვიდეოები და ავტვირთეთ ბლოგზე.
   გავხსენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
   დავალებად გვაქვს მე-3 და მე-4 მოდული წასაკითხად.

პროფესია

Sunday, June 29, 2014

მეოთხე დღე

 დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, გავაკეთეთ ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
   შემდეგ საკუთარ ბლოგზე ავტვირთეთ სურათები, შევცვალეთ სათაური, დავაყენეთ სტატისტიკა.
   ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება.

Saturday, June 28, 2014

მესამე დღე

დღეს ჩვენ გავეცანით ეროვნულ სტანდარტებს, დავასრულეთ ბროშურა, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს, ბლუმის ტაქსონომიასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
  გავაკეთეთ სავარჯიშო,, გონებრივი იერიში'', რომელიც ძალიან საინტერესო იყო, დავსვით ზოგადი, თემეტური და შინაარსობრივი კითხვები
 ჩემი პროექტისთვის,, ჩემი მომავალი პროფესია''
 ზოგადი კითხვაა- რატომ გვჭირდება სხვა ადამიანები?
  თემატური კითხვაა- რატომ ირჩევენ ადამიანები პროფესიას?
შინაარსობრივი კითხვები- რომელია ყველაზე მოდური პროფესია?
                                                 რომელია ყველაზე შემოსავლიანი პროფესია?
დავალებად გვაქვს სამი მონაწილის კითხვების უკუკავშირი.                                  

Sunday, June 22, 2014

მეორე დღე

დღეს ჩვენ ვისწავლეთ ბლოგზე  შესვლა და კომენტარების გაკეთება, შევავსეთ გეგმის შაბლონი, გადმოვწერეთ სურათები, ეროვნული სასწავლო გეგმა. შევავსეთ ბუკლეტი და გავგზავნეთ საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე.
      საშინაო დავალებად გვაქვს 1 მოდულის წაკითხვა, კომენტარების გაკეთება 3 რეფლექსიაზე და ბროშურის დასრულება.

პირველი დღე


 დღეს ჩვენ გავეცანით სახელმძღვანელოს, შევქმენით საქაღალდეებისაგან პორტფოლიო, მისი რუბრიკა. გავეცანით ჩეკლისტს, მოდულებს, სადაც ვნახეთ,, რომეო და ჯულიეტას’’ პროექტი. სამწუხაროდ, დღეს ვერ შევქმენით საკუთარი ბლოგი, ამიტომ საშინაო დავალებად გვევალება ბლოგის შექმნა და მოსაფიქრებელი გვაქვს თემა, რაზედაც გვექნება პროექტი.